Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ფასები არ შემცირებულა, ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მაღაზიაში შედის და ჯიბიდან ფულს იხდის - ვერ მოატყუებთ


მორიგი ტყუილი, რომ თითქოს ფასები შემცირდა..., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.

მისი თქმით, შემცირდა არა ფასები, არამედ ფასების ზრდის ტემპი.



"ვინმემ აუხსნას ქვეყნის პრემიერ მინისტრს, რომ ფასები კი არ შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა. თუმცა შეცდომაზე მეტად, უბრალოდ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე! ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მაღაზიაში შედის და ჯიბიდან ფულს იხდის - ვერ მოატყუებთ ასეთი მარტივი ხერხებით.

რაც შეეხება კონკრეტული პროდუქციის ფასებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ყოველდღიურ საჭიროებას წარმოადგენს - ძალიან კარგად ჩანს, რომ 2023 წლის მარტს თუ ავიღებთ და შევადარებთ 2020 წლის მარტთან, ფასები გაზრდილია ძალიან მაღალი მაჩვენებლით.

ეს ქვემოთ მოყვანილ სურათზე (ცხრილზე) კარგად არის მოცემული.
ეხლა აქ გამოთვლის მეთოდოლოგიასაც მოვიყვანდი, რომ შემდეგ ჯერზე არავის "შეეშალოს" მაგრამ მეეჭვება, რომ ამ ხალხმა კარგად გაიგოს არითმეტიკული ნიუანსები", - წერს ბექა ლილუაშვილი.

337555051_239036268783912_5473426933308374531_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...