პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
დეპუტატის თქმით, თუ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური ქარიშხალი დაატყდება თავს და გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ან არ გამოძია და აღკვეთა მსგავსი თაღლითური სქემების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართვეოს საგამოძიებო უყებებმა:
„მძიმე პოლიტიკურ შედეგებამდე, შესაძლოა მიგვიყვანოს ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელიც უკავშირდება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, რომელიც შესაძლოა ხორციელდებოდა საქართველოში ძებნილი პირის მიერ, წარმოუდგენელი მასშტაბის თაღლითური სქემის ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნით, შესაძლო ხელმძღვანელობით და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მოქალაქეების ასობით მილიონი დოლარის შესაძლო მოპარვით. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სახელმწიფოს საგამოძიებო უწყება მუშაობს ამ მიმართულებით. საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში და თუ ვინმეს ჰგონია რომ ამ სქემის არსებობა თუ დადასტურდა ამას ქვეყნისთვის არ ექნება მძიმე პოლიტიკური შედეგები წარმოუდგენლად ცდება“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
მისი თქმით, საგამოზიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს დადგინდეს ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშულის არ/ვერ აღკვეთაზე და ასევე ხელი შეუწყოს გამოძიებას სქემაში მონაწილე და მათი მფარველი პირების გამოსავლენად:
„ვფიქრობ, ლეგიტიმურად ისმის კითხვები თუ რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და ბიბისის ჟურნალისტებმა მეტი შესაძლო შედეგი აჩვენეს ვიდრე საქართველოს პროკურატურამ. რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ძებნილი პირის მიერ ასობით დასაქმებული პირის ჩართულობით ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის დანაშაული ქვეყნის ტერიტორიაზე და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეს არცერთი სახელმწიფო უწყება.
ფაქტია, რომ საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებები დრეს თუ ხვალ კონკრეტულ შედეგებზე გავა და იმ პოლიტიკურ ქარიშხალს, რომელიც ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება, აქ სჭირდება რაიმე მინიმალური დამზღვევი წინაპირობები მაინც, მინიმუმ სიმართლის გამოვლენა ამ საქმის მიმართ შიდა ინტერესებთან დაკავშირებით და იმის დასადგენად ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშაულის ვერ ან არ აღკვეთაზე.
ამიტომ, გთავაზობთ რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე საგამოძიებო პროცესში სისტემური ჩავარდნების გარკვეულ გადამზღვევ მექანიზმს და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო თაღლითურ ქოლცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობაზე რის შედეგადაც გამოვლინდება ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველი პირები“ — ამბობს დეპუტატი.
ლილუაშვილი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.