Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება და ვითარება ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია


უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია. ამის შესახებ სირსკი „ტელეგრამში“ წერს.

როგორც სირსკიმ აღნიშნა, მტერი დასახლებას ნანგრევებად აქცევს.

„საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება. მოწინააღმდეგე იქ მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს და ნებისმიერი ფასით ცდილობს, ქალაქზე კონტროლი დაამყაროს. ახლა მტერი ზრდის მძიმე არტილერიის აქტიურობას და საავიციო დარტყმების რაოდენობას, რითიც ქალაქს ნანგრევებად აქცევს. ბრძოლები ბახმუტისთვის გრძელდება. სიტუაცია ამჟამად კონტროლირებადია“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

სირსკის თქმით, ოკუპანტები შეტევით მოქმედებებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ, თუმცა ფრონტის უმეტეს მონაკვეთზე მტრის მოქმედებები წარუმატებელია.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...