ევროკავშირი - რუსეთში, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილი განაჩენი აღმაშფოთებლად მკაცრია
ევროკავშირი კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს აღმაშფოთებლად მკაცრ განაჩენად აფასებს.
„დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ბლოკში აცხადებენ,, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ რუსს, რომლებსაც დევნიან, აპატიმრებენ ან აშინებენ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის, სიმართლის თქმისა და რეჟიმის კრიტიკის გამო.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს საჯაროდ გმობს, სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კარა-მურზას ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.
interpressnews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.