თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ
აღდგომის დღესასწაულთან და საფლავთა კურთხევის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ.
ავტობუსის დროებითი მარშრუტები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნულ მარშრუტებზე ავტობუსები მოქალაქეებს გუშინაც უფასოდ ემსახურებოდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.