Jump to content
Planeta.Ge

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს


ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და ტრადიციისამებრ სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოზეც.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოა. ავტობუსები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

 


ავტორი - ლიზა დვალი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...