უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადს ეწვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 17 აპრილს ეწვევა ერაყის დედაქალაქს, ბაღდადს - იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კულება განიხილავს პოლიტიკური დიალოგის განვითარებას, ვაჭრობის მოცულობის ზრდას და ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებში - ვკითხულობთ განცხადებაში.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, აჰმად ალ-საჰაფის თქმით, კულებას ვიზიტის მიზანია გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და განხილულ იქნეს მიდგომები სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხთან.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.