ანალენა ბერბოკი - „დიდმა შვიდეულმა“ უნდა აჩვენოს პუტინს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს
“დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და რომ „დიდი შვიდეული“ ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„შარშან, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის აგრესიას რამდენიმე ბარიერი დაუპირისპირა : ზამთარში უკრანელი ხალხის დახმარება, ანტირუსული სანქციები და ნავთობის ფასების ლიმიტი. ჩვენი მხარდაჭერით უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის ენერგეტიკულ ომსა და ზამთრის შეტევას“, - აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, ახლა „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.
„ახლა საუბარია იმაზე, რომ ვაჩვენოთ პუტინს ჩვენი სიმტკიცე, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ჩვენ, „დიდი შვიდეული“, ძლიერები ვართ, რადგან ზუსტად ვიცით, რას ვიცავთ: საერთაშორისო წესრიგს, რომელშიც კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართალს უპირატესობა გააჩნია, ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია არა დამოკიდებულებაზე, არამედ სამართლიანობასა და კონკურენციის ზოგად წესებზე“, - აღნიშნა ბერბოკმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.