რუსებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს - დაშავდა ორი ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა მძიმე არტილერიიდან ნიკოპოლში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.
„რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა, ნიკოპოლის ტაძარს მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა, 57 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი“ - დაწერა ლისაკმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტომობილი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი. გარდა ამისა, დაზიანებულა ოთხი და განადგურებულია ერთი სამეურნეო შენობა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.