გუბერნატორი - აღდგომის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა ტაძარი - ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა
აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასიური თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენი ქალაქი დაზარალდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, თავდასხმის დროს ტაძარი დაზიანდა, სადაც, საბედნიეროდ, ტრადიციული სააღდგომო წირვა არ ტარდებოდა.
„ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა. კამიშევახაში ადგილობრივი ეკლესია დაზიანდა, რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, ასევე განადგურდა მიმდებარე შენობები. სპეციალისტებმა ადგილზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყეს“, - განაცხადა მალაშკომ.
მისი თქმით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქზე შეტევას აგრძელებენ. მან მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და იზრუნონ საკუთარ თავსა და ახლობლებზე.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.