Jump to content
Planeta.Ge

ფინეთი აამუშავებს ევროპაში უდიდეს ბირთვულ რეაქტორს, ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე


16 აპრილს ფინეთი აამუშავებს Olkiluoto 3-ის (OL3) სახელით ცნობილ ბირთვულ რეაქტორს, რომელიც უდიდესი იქნება ევროპაში - რაც გააუმჯობესებს ჩრდილოეთის ამ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.

OL3 დააკმაყოფილებს ფინეთის ელექტროენერგიის საჭიროების დაახლოებით 14 პროცენტს, და ამით შემცირდება იმპორტის საჭიროება შვედეთიდან და ნორვეგიიდან - აცხადებს სადგურის ოპერატორი.

ევროპის ქვეყნები მზარდ ძალისხმევას მოახმარენ თავიანთი ბირთვული ენერგიის მრეწველობის გაფართოებას, რასაც აღიქვამენ გზად გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად - მას მერე, რაც რუსეთმა შარშან მკვეთრად შეამცირა ბუნებრივი აირის ექსპორტი, რასაც ფასების ზრდა მოჰყვა.

ბირთვული გზა ყველაზე იაფია ენერგიის გენერირებისთვის, თუმცა ეს ფორმა კამათის საგნად რჩება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. გერმანია ამჟამად დარჩენილი ბირთვული სადგურებიდან სულ მცირე სამის გამორთვის პროცესშია - ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011 წელს, მას მერე, რაც იაპონიაში ფუკუშიმის კატასტროფა მოხდა.

პარალელურად, შვედეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, პოლონეთი და ევროპის სხვა ქვეყნები ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციის მიზნით გეგმავენ ახალ ბირთვულ პროექტებს, მათ შორის მცირე რეაქტორებს, რომლებიც უფრო უსაფრთხოდაა მიჩნეული.

OL3 16 წლის განმავლობაში პირველი ბირთვული სადგურია ევროპაში. ის 2009 წელს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა მისი აშენების პროცესი შეფერხდა.

რუსეთმა ფინეთს ენერგიის მიწოდება შეუწყვიტა გასულ წელს, მას მერე, რაც ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...