ვოლოდიმირ ზელენსკი - აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორისა და მკვლელობების გარეშე, ეს არის ბოროტების სახელმწიფო და დამარცხდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორის გარეშე.
უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში სლავიანსკზე რუსეთის ძალების მიერ მიტანილ იერიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოროტების სახელმწიფოზე გამარჯვება არის უკრაინის ვალდებულება კაცობრიობის წინაშე.
„მთავარია ოკუპანტების მუდმივი განადგურება, მათი ლოგისტიკისა და ნებისმიერი პოტენციალის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი აქტიური ნაბიჯების მომზადება, ეს არის კონტრშეტევითი სამუშაო. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, ვინც ამას უზრუნველყოფს, ვისაც ახსოვს, რომ რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს პოზიციებზე ყოველი დარტყმისთვის, უკრაინელების ყოველი მკვლელობისთვის ოკუპანტმა მაქსიმალურად საგრძნობი დანაკარგი უნდა განიცადოს. უკრაინული მიწის ყოველი მეტრი ოკუპანტებისთვის ამ ომში რუსეთის დამარცხების გარდაუვალობას უნდა ნიშნავდეს. იმის გარდაუვალობას, რომ უკრაინის მიწაზე მტერს პერსპექტივა არ ექნება. აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორისა და მკვლელობების გარეშე. ეს არის ბოროტების სახელმწიფო და ის დამარცხდება. გამარჯვება – ჩვენი ვალდებულებაა კაცობრიობის წინაშე და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციაზეც ისაუბრა.
„აშკარაა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია, ეს კანონიერი ადგილია. ჩვენ არ გვინდა, მოძველებულმა ილუზიებმა, რომლებიც აქამდე აფერხებდა ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას, უკრაინისა და მისი პარტნიორებს დრო უწინდებურად დააკარგვინოს. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის ნაბიჯებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
1tv
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.