Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, IT-კომპანიებსა და საწარმოებს სანქციები დაუწესა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, ასევე კომპანიებს – „იანდექსსა“ და „რამბლერს“ სანქციები დაუწესა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ რუს სპორტსმენებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკურ პირს, რომელთა უმეტესობა რუსი სპორტსმენები არიან.

ასევე, მეორე განაკრგულებით, შეზღუდვები უწესდება 351 ფიზიკურ და 254 იურიდიულ პირს, რომელთა შორის არის „იანდექსი“, „რამბლერი“, ასევე რუსული IT-კომპანიები და საწარმოები.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...