Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება - ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები თუ შემოგვთავაზებენ დადებით წინადადებებს, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ჩვენთვის მიუღებელი იქნება


უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

„თუ მოკავშირეები ვილნიუსში, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე უბრალოდ 130-ედ დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ უკრაინისთვის ეს სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ ისინი შეეცდებიან ვილნიუსში შემოგვთავაზონ ნატო-სთან თანამშრომლების გასაღრმავებლად დადებითი წინადადებები, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ დათანხმდება არცერთ ალტერნატიულ წინადადებას, რომელმაც შეიძლება, ჩაანაცვლოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...