Jump to content
Planeta.Ge

დენის შმიგალი - ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო


ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მედიასთან ისაუბრა.

დახმარების ახალი დაპირებები უკრაინამ შვეიცარიის, დანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იაპონიის, ლატვიისა და ლიეტუვისგან მიიღო. ამას გარდა, უკრაინულმა მხარემ ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინული კომპანიებისთვის 200 მილიონი დოლარის დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის დაფინანსება სჭირდება წელს საბიუჯეტო დანაკლისის დასაფარად. როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნისთვის აშშ გამოყოფს 2,3 მილიარდ დოლარს, ევროკავშირი კი, მილიარდ ევროს.

რაც შეეხება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საკითხს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთიანი რჩება.

„ლოიდ ოსტინთან საუბრისას განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ახლა ვემზადებით ჩვენი კონტრშეტევისთვის. აბსოლუტურად გაერთიანებულნი ვართ ამერიკელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან კონტრშეტევისთვის მომზადების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომს მოვიგებთ. ჩვენ გავათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვერც ერთი სპეციალური ფსიქოლოგიური ოპერაცია რუსეთის მხრიდან ვერ შეაჩერებს ჩვენს ერთიანობასა და კონტრშეტევას“, – განაცხადა შმიგალმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

1TV

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...