Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია


უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატო-ს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო - [ესწრებოდნენ] უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის შესაბამის ნაბიჯებზე მუშაობს.

„აშკარაა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია. კანონიერი ადგილი. არ გვინდა, რომ დაძველებული ილუზიები, რომლებიც აქამდე აკავებდა ალიანსისადმი ჩვენს მოძრაობას, ახლაც აგრძელებდნენ უკრაინისთვისა და პარტნიორებისთვის დროის წართმევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...