სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლში ომში დაშავებულებს უმღერა – მედია
მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკრაინაში, ომში დაჭრილი რუსი სამხედროებიც მკურნალობენ.
სტავროპოლის ჰოსპიტლის გახსნიდან 80 წელი შესრულდა, სწორედ ამას მიეძღვნა, რუსული მედიის მიხედვით, ღონისძიება, რომელშიც პავლიაშვილიც მონაწილეობდა.
არტისტმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა და გამოელაპარაკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) მონაწილეებს. ასევე ფოტოები გადაიღო მათთან. მებრძოლებმა მისი მიმართვები ტელეფონშიც ჩაიწერეს და თანამებრძოლებს გაუგზავნეს ფრონტზე”, – იყწყება Сайт Ставрополя.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.