სერგეი ლავროვი - საქართველოში პროტესტი სრულიად გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმად, თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი, გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული
საქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობა დაგმო, ამავდროულად საქართველოში პროტესტები სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმადაც თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი - გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული”, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, საქართველოს პროტესტის შემთხვევაში დასავლეთმა მათ აქტიურად დაუჭირა მხარი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.