Jump to content
Planeta.Ge

„ჯორჯიან ეარვეისი“ - არ ვადასტურებთ ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მსგავსი ცრუ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა


ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა.

„მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...