Jump to content
Planeta.Ge

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წელს 257,7%-ით გაიზარდა


2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 257.7%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი - 216 391 ვიზიტორით, მე-3 ადგილზე კი სომხეთია - 182 543 ვიზიტორით.

 

რაც შეეხება პანდემიამდელ 2019 წლის 1-ლი კვარტალის მაჩვენებელს, რუსეთიდან საქართველოში 254 077 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,1%-ით ნაკლებია.

 

 
taia-ardoteli-1633676300.png
ავტორი:
თაია არდოტელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...