Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ვადასტურებ, ნამდვილად არსებობდა იდეა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ


იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში, თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების სტრასბურგში გამგზავრებაზე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„თქვენ იცით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან კომუნიკაცია, მათ შორის, ჩვენთანაც. იცით და ვადასტურებ, რომ ეს იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები მასთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში. თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები. თუმცა, ჩვენ ამ იდეას თავიდანვე მივესალმეთ. ზოგადად, ჩვენს გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გაგვიწყვეტია მას შემდეგ, რაც დავტოვეთ ხელისუფლება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, შეხვედრები იყო, რომელსაც ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა, როგორც იცით. დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, თუმცა, იმედია ეს იდეა განხორციელდება, რადგან მრავალპარტიული წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ვისურვებდი, ჩართული იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი ამ ღონისძიებაში, მიუხედავად ყველაფრისა. მე არ ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებები არ შედგა, მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უნდა დაველოდოთ, რომ გაირკვეს ეს ყველაფერი, მანამდე არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ მთავრობას შეუშლია ხელი მისთვის“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...