Jump to content
Planeta.Ge

BBC-ი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს, რომელშიც დავით კეზერაშვილი საქართველოში ქოლცენტრების დამფუძნებლად სახელდება და მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ


ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.

BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.

ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ.

BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასაც დაესწრო, რომელსაც ასევე გერმანელი პროკურორები ესწრებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნულ სპეცოპერაციასთან პარალელურად საქართველოს მასშტაბით კიდევ 30 რეიდი განხორციელდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...