პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან "ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის" მიღების პროცესს.
როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტში გამოსვლის "სათანადო დრო" ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული.
„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, - წერია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ 18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.