პრეზიდენტს ნიკა გვარამია არ შეუწყალებია – პენიტენციური
პრეზიდენტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ შეუწყალებია. ამის შესახებ ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სააღდგომოდ შეწყალებულთა შესახებ ამ უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. გაჩნდა მოლოდინი, რომ შეწყალებულთა შორის შესაძლოა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც იყოს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.