Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს - თუ მათ ამაზე ჩვენი შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ


„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს - თუ მათ ამაზე ჩვენი შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.

ლილუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები პარლამენტში მუშაობის დროს არათანმიმდევრულია და არათანმიმდევრული ნაბიჯი ბევრჯერ გადადგეს.

"დიდი უპასუხისმგებლობა იყო ის, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით მოხდა - ორი დეპუტატი საზღვარგარეთ წავიდა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ამიტომ საქმით უნდა დაამტკიცონ, სამშაბათის პლენარული სხდომაც მალე მოვა და ვნახავთ, მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

interpressnews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...