Jump to content
Planeta.Ge

სეტყვამ და ქარმა საგარეჯოს ხუთი სოფელი დააზარალა


საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა 5 სოფელი დააზარალა. დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები.

სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

სეტყვა მოვიდა სოფლებში დიდი და პატარა ჩაილური, მანავი, ყანდაურა და ბადიაური.

სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

საგარეჯოს მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამავე სოფლებში დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მერის, ავთანდილ გულიკაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაბამისმა ჯგუფმა ზარალის აღრიცხვა უკვე დაიწყო.

სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

დღეს, 13 აპრილს, სეტყვა და ძლიერი ქარი იყო გურჯაანსა და ლაგოდეხშიც. წინასწარი ინფორმაციით, ამ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა არ დაზარალებულა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...