Jump to content
Planeta.Ge

სასაზღვრო პოლიციას EU-ს მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და მანქანები გადაეცა


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა. 

აღჭურვილობის გადაცემა პროექტების  – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და  “საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)” ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში – სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ. 

„ვახტანგისში სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვინდა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაცვასა და დანაშაულთან, მათ შორის ნარკოტრეფიკთან, ბრძოლაში დავეხმაროთ. სწორედ ამიტომ გადავეცით ჩვენ ამ კონკრეტულ სასაზღვრო პუნქტს ტექნიკური აღჭურვილობა და მანქანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.  

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...