Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია - ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, ამგვარი ბრალდებები თავად გამოიძიოს


BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად სანდოა აშშ-სთვის BBC-ის ინფორმაცია და განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილის დასანქცირებას.

„ჩვენ წინასწარ არ განვსჯით სანქციებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ცხადია, ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რომ შევაფასოთ ინფორმაცია, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...