მთელი დღე რომ დავკარგეთ მასზე, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? - ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი BBC-ის საგამოძიებო სტატიას, რომელშიც დავით კეზერაშვილი ფიგურირებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე სახელისუფლებო მედია და სხვა პირები დიდხანს ისაუბრებენ, რაც აქტუალური თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა და სვამს შეკითხვას:
„მე ერთი კითხვა უნდა დავსვა, მაინტერესებს, ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ამით ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს? ამით გელათს ეშველება? ამით რიკოთის უღელტეხილზე რაც ხდება, ამას ეშველება? დავით კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს
…საქართველოს ფარგლებს გარეთ არ არიან მურუსიძეები და პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი ამაზე პასუხებს გასცემს, ოღონდ, მე მარტივ რამეს ვკითხულობ, მთელი დღე რომ გვაქვს ისტერიკა, ან რაღაცა თემები რომ გადაიფარა და აღარავის აღარ ახსოვს
… აი, დავით კეზერაშვილზე რომ ვლაპარაკობთ დღეს, მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე, ხვალაც რომ დავკარგავთ, ორი დღის მერეც, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? მართლა მაინტერესებს გულწრფელად, ანუ გელათი აღარ დაინგრევა? ეს საკითხები აღარ გვაინტერესებს? სასამართლოში კლანი აღარ არის?“, – ამბობს ის „TV პირველთან“
ხაბეიშვილის თქმით, ე.წ. ქოლცენტრებს თავად ებრძოდა, მისამართლებზე მიდიოდა და სამართალდამცველებს საქმის კურსში აყენებდა. ხაბეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან დაასახელა კონკრეტული მისამართები, გერმანელი გამომძიებლები ჩამოვიდნენ, საქმე გამოიძიეს და რამდენიმე ქოლცენტრი დახურეს. ენმ-ის თავმდჯომარის მტკიცებით, ქოლცენტრებს საქართველოში სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მფარველობენ.
„მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“ – BBC საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს, რომელშიც გამოცემის ცნობით, გაშიფრულია გლობალური თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები.
ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, Milton Group-ს და ამ კომპანიის კეზერაშვილთან კავშირს ეხება. თავად ქოლცენტრებსა და თაღლითურ სქემებზე დასავლური მედია ადრეც წერდა, მაგრამ BBC წერს, რომ მათ ახლა ამ სქემის უკან მდგომ პირებსა და მათ კავშირებს მიაკვლიეს.
BBC-ის მიხედვით, Milton Group, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა და ის 2020 წელს გაუქმდა. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო.
კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.