"სრული ნონსენსი: დეოლიგარქიზაციის კანონის პროექტის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს იმ ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომლის უფროსიც იმ პრემიერმა დანიშნა, რომელიც წარსულში კორუფციის გამო გადადგა"
სრული ნონსენსი: დეოლიგარქიზაციის კანონის პროექტის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს იმ ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომლის უფროსიც იმ პრემიერმა დანიშნა, რომელიც წარსულში კორუფციის გამო გადადგა, შემდეგ რომ გადმოდგა, კორუფციის გზით ცოლს სახელმწიფოს კუთვნილი ტყე აჩუქა და დღეს აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებულ მოსამართლეებს კბილებით იცავს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამავე პროექტით, ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას დაადასტურებს კორუფციისთვის სანქცირებული სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“.
"დაცინვაც არის და დაცინვაც. ასე „სრულდება“ 12 პუნქტი.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.