ზაზა თავაძე - ხელისუფლებამ, მათი ფრთის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს, უკვე დააწყებინა ,,კორუფციული სინდიკატის" დასანქცირებული მოსამართლეების მხარდამჭერი უნიჭო კამპანია
ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციულ სინდიკატს რომ კომპეტენცია არ ყოფნის, არახალია. საბედნიეროდ, სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა, მათი მმართველი ოლიგარქის დავალებების, როგორც წესი, უხარისხოდ შესრულება, სადაც თვალში საცემად ჩანს, იქნება ეს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები, თუ პოლიტიკური კორუფციით გაჟღენთილი სამოქალაქო დავები, თუ როგორაა ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს.
ზაზა თავაძის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ფრთის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს, უკვე დააწყებინეს ,,კორუფციული სინდიკატის" დასანქცირებული მოსამართლეების მხარდამჭერი უნიჭო კამპანია.
ზაზა თავაძის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ფრთის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს, უკვე დააწყებინეს ,,კორუფციული სინდიკატის" დასანქცირებული მოსამართლეების მხარდამჭერი უნიჭო კამპანია.
"წინდახედულებაში და ანალიტიკაში რომ მოიკოჭლებენ, ამაში გაგვიმართლა, თუმცა, მეორე მხრივ, მათი პატრონიც ბედნიერია, რადგან ადვილი სამართავები არიან...
როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ფრთის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს, უკვე დააწყებინეს ,,კორუფციული სინდიკატის" დასანქცირებული მოსამართლეების მხარდამჭერი უნიჭო კამპანია და იმდენი ჭკუაც არ ყოფნით, რომ როგორც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე, წინასწარ დარიგებულ ტექსტებს იხატავენ და აზიარებენ სოციალურ ქსელში სტატუსების სახით.
ბატონებო, გაიგო უკვე ყველამ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვინ ხართ, ვის ექვემდებარებით და ვისთანაც ხართ ანგარიშვალდებული. ამიტომ მოხდა თქვენი დასანქცირება და ამაში თქვენი მსგავსი, წიგნთან მწყრალად მყოფი კოლექტიური ,,დუმილის უფლება" მოსამართლეების ფბ სტატუსები საერთოდ ვერაფერში დაგეხმარებათ...
შეხვედრამდე...", - წერს თავაძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.