შეიზღუდოს სამთავრობო ავტომობილების „ბასლაინებში“ გადაადგილება! – ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა გახარიას გუნდიდან გიორგი შარაშიძემ დააყენა
შეიზღუდოს სამთავრობო ავტომობილების „ბასლაინებში“ გადაადგილება! – ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა გახარიას გუნდიდან გიორგი შარაშიძემ დააყენა.
„გარდა იმისა, რომ ავტობუსის ზოლში, ე.წ. ბასლაინში დიდი რაოდენობით ავტომობილების გადაადგილება უსამართლობის განცდას იწვევს თბლისელებში, რომელთაც საათობით უწევთ საცობებში დგომა, უსაფრთხოების კუთხითაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. გასაგებია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის მანქანებს საჭიროების შემთხვევაში უფლება უნდა ჰქონდეთ ბასლაინებით სარგებლობის, მაგრამ მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ ხშირად ის ავტომობილები, რომლებიც დაუჯარიმებლად გადაადგილდებიან ბასლაინებში, ჩინოვნიკებს ან მათთან დაახლოებული პირებს მიეკუთვნება, რაც მოქალაქეთა შორის უსამართლობის დიდ განცდას იწვევს“, – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას გიორგი შარაშიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივას როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.
commersant.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.