Jump to content
Planeta.Ge

აკაკი გვიანიძე - "მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა


"მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.

მისი თქმით, ქუჩები და მეტროც პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა და შესრულებულმა  სამუშაოებმა გამოიწვია.
 
 
"დედაქალაქის ქუჩები და მეტროც კი პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა "მცირე ცვლილებებმა" და "მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა" გამოიწვია. მერმა კალაძემ, წინასწარ ვამბობთ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და უნდა გაიგოთო.
რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?
კორუფციას, ნეპოტიზმის, არაკომპეტენტურობას, პროფესიონალების ქვეყნიდან გადინებას დაემატა ავტორიტარიზმის მშენებლობის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მილიარდებისა და მურუსიძე - ჩინჩალაძის კრიმინალური სინდიკატის გადარჩენაზე მთელი რესურსების მიმართვა.
დროა წერტილი დავუსვათ არაკომპეტენტურ ავტორიტარიზმს!", - წერს აკაკი გვიანიძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...