Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის პროკურატურაში ვალერი მელაძის შემდეგ ლია ახეჯაკოვაც დაასმინეს


რუსმა „აქტივისტმა“, „უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს მსახიობ ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

რუსული მედიის ცნობით, ბოროდინმა განაცხადა, რომ ახეჯაკოვა აკრიტიკებს „სახელმწიფო ორგანოებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით“ და თითქოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აფინანსებს. რასაც უარყოფს თავად ლია ახეჯაკოვა.

ბოროდინმა ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ღალატის, რუსული არმიის „დისკრედიტაციის“, ასევე სიძულვილისა და შუღლის გაღვივების მუხლებით მოითხოვა. ის ახეჯაკოვას „უცხო აგენტად“ გამოცხადებასა და სახელმწიფო ჯილდოებისა და წოდებების ჩამორთმევასაც მოითხოვს. 

ახეჯაკოვას ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ლია ახეჯაკოვა უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. ვიტალი ბოროდინმა კი ახეჯაკოვამდე ვალერი მელაძე და სხვა არტისტებიც დაასმინა, მათი ანტისაომარი რიტორიკისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკის გამო.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...