Jump to content
Planeta.Ge

„მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რამხელა საგანძურის პატრონები ვართ“ - გუცაევის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


ცნობილმა ჟურნალისტმა და უეფას მედიაოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ გამოსცა წიგნი „მოვლენა სახელად გუცაევი“, რომლის პრეზენტაციაც „მიცუბიშის“ ცენტრში დღეს გაიმართა.

ღონისძიების პარტნიორი იყო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. წიგნის პრეზენტაცია უკავშირდება თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურო ტაიმაუტის“ წამყვანის, ვლადიმერ გუცაევის 70 წლის იუბილეს.

„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რაღაც გაუკეთებია ცხოვრებაში, ცდილობს, მემუარები დაწეროს ან ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცეს. გვიან, მაგრამ ეს მაინც მოვახერხე მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, რომელსაც დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ეს ინიციატივა გაიზიარა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი და საინტერესოდ საკითხავი წიგნი გამოვიდა“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

მამუკა კვარაცხელია, წიგნის ავტორი, უეფას მედიაოფიცერი: „ბავშვობაში კარგად იმიტომ ვსწავლობდი, რომ მამაჩემი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ყიდულობდა „დინამოს“ თამაშებზე დასასწრებ აბონიმენტს. მაშინ კი ბილეთის ყიდვა ურთულესი ამბავი იყო. მერე გავხდი ჟურნალისტი და ყოველთვის მსურდა, რომ ჩვენი ფეხბურთის ვარსკვლავებზე წიგნი დამეწერა. მიხარია, რომ ერთიანი ძალებით ეს მოვახერხეთ“.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი: „ამ წიგნის გამოცემით ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს – მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რამხელა საგანძურის პატრონები ვართ. ფეხბურთი კი ის სფეროა, რომელიც სულ მავიწყებს ბიზნესსაც და ყველაფერს, რადგან ჩვენთვის ბატონ ვოვას და მისი თაობის ლეგენდარულ „დინამოს“ უდიდესი სიხარული აქვს მონიჭებული. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალი ამის დაფასებაა. ამიტომ ჩვენი ფონდი მსგავსი წიგნების გამოცემას მომავალშიც ხელს შეუწყობს“.

1681221997-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%AA%E

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...