სამხრეთი კორეა: აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ ყალბია
სამხრეთმა კორეამ 11 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელშიც საუბარია სეულის შეშფოთებაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, ყალბია.
ეს დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა როგორც „ძალიან სერიოზული“ მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეიძლება მოხვდეს უკრაინაში, რაც ეწინააღმდეგება სეულის პოლიტიკას, იარაღი არ მიაწოდოს მეომარ ქვეყნებს.
აშშ-ისა და ნატოს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება უკრაინის კონტრიერიშს, იარაღის მიწოდებას, ჯარების რაოდენობას, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს, მარტში გამოჩნდა ინტერნეტში. როგორც გამოცემა Politico წერს, გაჟონვას მოჰყვა კრიზისი აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში. წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ აშშ-ის დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომლები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს სხვა ქვეყნებში, რათა გაექარწ####ბინათ სადაზვერვო მასალების გამოქვეყნების თაობაზე გაჩენილი შეშფოთება.
პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, რათა შეაფასოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფაბრიკაციაა“.
დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ სამხრეთ კორეაში გაისმა კრიტიკა მგრძნობიარე დოკუმენტების არასაკმარისი უსაფრთხოების თაობაზე.
ამის პასუხად სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ოფისმა 11 აპრილს განაცხადა, რომ დოკუმენტების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.