Jump to content
Planeta.Ge

„ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ - ბესო მეგრელიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა


მსახიობი ბესო მეგრელიშვილი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი ავრცელებს.

როგორც მისი ახლობლები წერენ მან 1 აპრილს სპექტაკლი ითამაშა. 

„პირველ აპრილს სპექტაკლი ითამაშა“; „ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ ;„ოხ გული როგორ მეტკინა“ - წერენ კომენტარებში. 

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც მასთან ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტმა ჩაწერა.

მსახიობ ბესო მეგრელიშვილის ცხოვრებაში ტაძრისკენ სავალი გზა მაშინ გამოჩნდა, როცა განსაცდელების წინაშე დადგა. მაშინ პირადი ცხოვრება აერია, უმუშევარიც დარჩა და დეპრესიაში ჩავარდა. ერთადერთი ხსნა კი ეკლესია აღმოჩნდა.

ბესო მეგრელიშვილი: ტაძარში სიარული წლების წინ დავიწყე. მაშინ პირველად ჩავაბარე აღსარება, ვეზიარე. თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მივედი, სადაც მამა დავით (ქვლივიძე) მსახურობდა. ის ყოველთვის გვერდით მედგა და სულიერად მეხმარებოდა. ერთი-ორმა მოძღვარმა დახმარებაზე უარი იმის გამო მითხრა, რომ მსახიობი ვარ. ხომ იცით, ზოგიერთი სასულიერო პირი ძალიან მკაცრია ასეთ საკითხებში და ეს მათი საქმეა.

მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ყველას ვურჩევ, ღმერთთან იმდენად ახლოს მივიდნენ, რამდენადაც შეძლებენ. მომწონს, როდესაც ადამიანები ეკლესიურად ცხოვრობენ“,- ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

primetime.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...