Jump to content
Planeta.Ge

მაია მწარიაშვილი - „ნაცების“ დროინდელი სასამართლოს „გაპრავება“ რომ არ გვინდა, ზუსტად ამიტომ ვაკრიტიკებთ ამ სასამართლოს


„ნაცების“ დროინდელ სასამართლოს ხელისუფლება „აპრავებს“, ჩვენ „ნაცების“ დროინდელის „გაპრავება“ რომ არ გვინდა, ზუსტად ამიტომ ვაკრიტიკებთ ამ სასამართლოს, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს რეალური დანიშნულება ის არის, რომ ხელისუფლება დისკომფორტში ამყოფოს და არა პირიქით.

„ქართული მართლმსაჯულება არის იქ, სადაც არის მისდამი ნდობა ქართულ საზოგადოებაში. მე და თქვენ რა დამოკიდებულებაც გვაქვს სასამართლოსადმი, იქ არის ჩვენი სასამართლოც და არა იქ, რა დამოკიდებულება აქვს მისდამი ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენი სასამართლო განა ხელისუფლებისთვის უნდა იყოს კომფორტული და ხელისუფლებას კი არ უნდა მოსწონდეს, სასამართლო დისკომფორტში უნდა ამყოფებდეს ხელისუფლებას, ეს არის მისი მთავარი დანიშნულება, ამიტომ არის ის დამაბალანსებელი ხელისუფლება, ის დაუკრეფავში არ უშვებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას“,- განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ამასთან, ყოფილი პროკურორი განმარტავს, რომ ხელისუფლება სტატისტიკებით მანიპულირებს, როდესაც აცხადებს, რომ ქართული სასამართლოსადმი ნდობა გაიზარდა.

„რა შეეხება რეიტინგებს, უწესო ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია ციფრებით მანიპულირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სტატისტიკებით მანიპულირება არახალი თემაა და ძალოვან სტრუქტურებს ყოველთვის უყვარდათ ამ სტატისტიკებით მანიპულირება და ყოველთვის ყველა ხელისუფლების პირობებში იყო საზოგადოების მოტყუების იარაღი.

წარმატებით ასრულებს ამას ეს ხელისუფლებაც, უნდა სდიო ნაბიჯ-ნაბიჯ შენც და სულ ოპონირების რეჟიმში იყო. მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის ინდექსს რაც შეეხება და მოწინავე პოზიციებზე ვართო - 2015 წლის შემდეგ, ყველა პარამეტრში გვაქვს დრამატული ვარდნა სამოქალაქო, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.

რაც შეეხება სტრასბურგს, ამ ბოლო დროს დაიხვიეს ხელზე, რომ საჩივრებმა სტრასბურგში 11-ჯერ იკლო და ეს არის ინდიკატორი, რომ ქართული სასამართლოების მიმართ ნდობა მაღალიაო. ესეც ერთ-ერთი თაღლითური „მანევრია“. იუსტიციის საბჭო თვითონ აწვდის ხოლმე ხელისუფლებას ასეთ მარგალიტებს, მერე ხელისუფლება - მოლაპარაკე თავებს და ა.შ. რა ციფრებზეც მანიპულირებენ, ის ციფრები აღებულია არა შესული საჩივრებიდან, არამედ განხილვაში დატოვებული საქმეებიდან, ეს ორი დიამეტრულად სხვადასხვა ციფრია, იმიტომ, რომ სტრასბურგი ცხრილავს ძალიან დიდი დოზით. 2013-2014 წლიდან იქ ძალიან შეიცვალა მიდგომები, რეგულაციები, იმიტომ, რომ სასამართლო არანორმალურად გადაიტვირთა და გაცხრილვის მექანიზმები ამუშავდა და საქმეები იცხრილება ძალიან დიდი დოზით.

ასევე, ხელისუფლება ითვლის 2012 წლამდე რიცხვებს და ამბობს ვითომ 2012 წლის შემდეგ კლება წამოვიდაო, ნახეთ რა ციფრს უმატებენ, რაც როგორი არაკეთილსინდისიერებაა -2008 წელს ძალიან გაიზარდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები, სადღაც 3300 იყო მარტო 2008-ში და ეს იყო სულ რუსეთიდან რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები, რუსეთის მოქალაქეების. ეს ამ ომთან დაკავშირებული ორკესტრირებული კამპანია იყო საქართველოს წინააღმდეგ და ამან გაზარდა ასე დრამატულად. ამას ითვლიან და გვეუბნებიან, რომ მაშინ 11-ჯერ მეტი იყოო. ეს არანაირი ინდიკატორი არ არის სასამართლოებისთვის ნდობის გასაზომად. ეს არის სრული მანიპულირება და უხერხულია!“- განაცხადა მწარიაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...