Jump to content
Planeta.Ge

უკრაინაში დაბრუნდა ხერსონიდან რუსეთში გადაყვანილი 24 ბავშვი


უკრაინაში დაბრუნდა 24 ბავშვი, რომლებიც ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთში გაიტაცეს.

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლქესანდრ პროკუდინის განცხადებით, ბავშვები სამშობლოში 10 აპრილს დაბრუნდნენ.

„ეს ერთ-ერთი ურთულესი სამაშველო მისიაა. რუსებმა ბავშვების მშობლებს ცამეტსაათიანი დაკითხვა მოუწყვეს, შემდეგ კი პროპაგანდისტულ რეპორტაჟში მონაწილეობა აიძულეს. თუმცა მთავარია, რომ ახლა ბავშვები სახლში, ახლობლებთან არიან“, – წერს იგი.

უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ცხრამეტ ათასზე მეტი არასრულწლოვნის დეპორტაციის ფაქტია დაფიქსირებული. უკრაინაში ამ ეტაპზე მხოლოდ 361 დაბრუნდა.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვაზე დაკავების ორდერის გამოცემა სწორედ ბავშვების დეპორტაციას უკავშირდება – ეს საერთაშორისო სამართლით ომის დანაშაულად მიიჩნევა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...