ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება NBC-ი ავრცელებს.
„ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა „Today“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის გეგმავს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში.
ამასთან, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად იყრიან კენჭს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.