ჯანდაცვის მინისტრი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროტესტი შეიძლება ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო, ახლა კომუნიკაციის ფორმებზე შევთანხმდით
შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. შეიძლება გასული პერიოდის განმავლობაში ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო ის გარკვეული პროტესტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებს მიიღებენ.
„შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე, შეიძლება გასული პერიოდის განმავლობაში ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო ის გარკვეული პროტესტი. ეს ჩემთვის გასაგებია. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია, თუ სართულების ცვლილება. ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე, ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა კარგად შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი. ვადასტურებ, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იყოს მძლავრი, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით“, - აღნიშნა მინისტრმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.