Jump to content
Planeta.Ge

გიორგი დუნდუა - სანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას


სანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც მან აღნიშნა, მედიკოსების პროტესტმა შედეგი გამოიღო.

“სანამ საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, სანამ კონკრეტული სამშენებლო საექსპერტო შეთანხმება არ იქნება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. მინისტრმა ბრძანა, რომ ყველა გადაწყვეტილებაზე კომუნიკაცია იქნება და ჩართულები ვიქნებით. რაც შეეხება პროტესტს, ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ თანამშრომლებთან. პროტესტი არავის თვითმიზანი არ არის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა პროტესტმა საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო, იმის მცდელობაა, რომ პროცესში ჩართული იყოს ის ხალხი, ვის კისერზეც უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ კრიზისი განმუხტულია. კრიზისის განმუხტვა 1 წუთში არ ხდება. დაიწყო ის ნაბიჯი, რომ კრიზისული სიტუაცია სამუშაო რეჟიმში გადავიდეს“, - აღნიშნავს გიორგი დუნდუა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...