Jump to content
Planeta.Ge

ნინო ქადაგიძე - დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას


დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას –  ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე, მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...