ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს - რას შეეხება აკრძალვები ამჯერად
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი შესაძლოა, აპრილში მიიღოს. მოსალოდნელია, რომ ბრიუსელი ყურადღებას უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების მექანიზმებზე გაამახვილებს, მათ შორის მესამე ქვეყნების ხარჯზე, შესაბამისად, მათ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თურქეთზე, ყაზახეთსა და არაბულ ქვეყნებზე.
სანქციების ახალ პაკეტზე საუბარი თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც 25 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ მე-10 პაკეტი დამტკიცდა. როგორც Politico წერდა, ევროკავშირის ქვეყნები შემდეგი ანტირუსული შეზღუდვების განხილვას კათოლიკური აღდგომის დადგომისთანავე დაიწყებს.
მანამდე, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პაკეტი მიმართული იქნება უკვე შემოღებული შეზღუდვების გვერდის ავლით წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ამჯერად შემაკავებელი ზომები კიდევ უფრო მეტი რუსი ბიზნესმენის მიმართ უნდა შემოვიდეს. გარდა ამისა, მე-11 პაკეტი უნდა შეიცავდეს „მეორადი სანქციებს“ მათ მიმართ, ვინც ეხმარება მოსკოვს შეზღუდვების გვერდის ავლაში.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტომის აზრით კი, სიაში რუსი მაღალჩინოსნების მეტი ნათესავი უნდა იყოს შეყვანილი.
სანქციების გვერდის ავლით ზომები შეიძლება გავრცელდეს სხვა ქვეყნებზეც, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მოხდება ეტაპობრივად და არა ერთდროულად.
ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები „როსატომის“ წინააღმდეგ დააწესოს, ვინაიდან ევროკავშირს აქვს განვითარებული ბირთვული ინდუსტრია.
ევროკავშირის პრობლემა ის არის, რომ ევროპაში ურანის პოვნა რთულია, ის საზღვარგარეთ უნდა იყიდო. ურანის მნიშვნელოვან ნაწილს „როსატომის“ სტრუქტურები ყიდიან. შედეგად, ურანი შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაძვირდეს.
ცნობისათვის, 2023 წელს რუსეთში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისა და საქონლის იმპორტის შეზღუდვამ შესაძლოა სულ უფრო მეტად გამოიწვიოს მათი წარმოების დეფიციტი, რადგან ბევრი მათგანი უბრალოდ არ შეიძლება ჩანაცვლდეს ან მიწოდებული იყოს როგორც პარალელური იმპორტი. დიდი ალბათობით, ამ პრობლემის გადაწყვეტა საშუალოვადიან პერსპექტივაშია, რაც დაკავშირებული იქნება იმასთან, შეძლებს თუ არა რუსეთი ამ პერიოდის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის ჩანაცვლებას სხვა ქვეყნებიდან მიწოდებით.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.