Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა - hh.ru


საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა.

რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქართველოში დასაქმება სულ 3,6 ათას რუსს სურდა.

რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ ყაზახეთი ლიდერობს, სადაც განმცხადებელთა რაოდენობა 29,5 ათასს შეადგენს. შემდეგი ქვეყანა 20,5 ათასი რუსი განმცხადებლით ბელარუსია, ხოლო ათეულის ბოლო ქვეყანა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებია, სადაც მხოლოდ 2,2 ათასი განაცხადი დაფიქსირდა.

 

2023 წლის პირველ კვარტალში გასაუბრებაზე მიწვეულ რუს სამუშაოს მაძიებელთა რეზიუმეების რაოდნების მხრივ საზღვარგარეთის ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ყაზახეთი - 29,5 ათასი (+67%); 2022 წლის 1 კვარტალში 17,7 ათასი
  • ბელარუსი - 20,5 ათასი (მინუს 15%); 2022 – 24,3 ათასი
  • საქართველო - 9,3 ათასი (+160%); 2022 – 3,6 ათასი
  • უზბეკეთი - 7 ათასი (+92%); 2022 – 3,6 ათასი
  • ყირგიზეთი - 4,8 ათასი (+294%); 2022 – 1,2 ათასი
  • თურქეთი - 4,6 ათასი (+384%); 2022 – 1 ათასი
  • აშშ - 4,3 ათასი (+276%); 2022 - 1,2 ათასი
  • სომხეთი - 4 ათასი (+198%); 2022 - 1,4 ათასი
  • გერმანია - 2,9 ათასი (+129%); 2022 – 1,3 ათასი
  • არაბეთის გაერთანებული საემიროები - 2,2 ათასი (+411%); 2022 – 0,4 ათასი

ამასთან, ზოგიერთმა, ძირითადად, ევროპულმა ქვეყანამ რუსების სამუშაოდ მიწვევა, თითქმის, ან მთლიანად შეწყვიტა. მათ შორის არის ისლანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი. თუმცა გასულ წელს ამ ქვეყნებში რამდენიმე ასეული ვაკანსიის შეთავაზება მაინც დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ორ მთავარ პარტნიორ ქვეყანაში, ჩინეთსა და ინდოეთში დამსაქმებლები რუს მუშახელს სულ უფრო ნაკლებად ეპატიჟებიან. ამ ქვეყნებში რეზიუმეებზე გამოხმაურებათა რაოდენობა მეოთხედნახევრით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...