Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    545.606

როლანდ ახალაია ვანო მერაბიშვილს მიუვარდა


PLANETA_INFO

2.513 views

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

 

,, ,,ალიას" ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო ყოფილა არსებული საპარლამენტო უმრავლესობით. ასევე, ივანიშვილს უთქვამს, – ვერ მოვისვენებ, სანამ ,,ნაციონალებს' თამაშგარე მდგომარეობაში არ დავტოვებ, ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილს გიჟის ხალათს არ ჩავაცვამ და საკუთარი ფეხით საგიჟეთში არ გავუშვებო.

მამუკა არეშიძე – პრემიერმა უკვე მერამდენედ გაუსვა ხაზი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ფაქტობრივად, მან გამოიწვია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უმრავლესობის წევრთა დიდი ნაწილი ტყუილად არის პარლამენტში, ისინი არ მონაწილეობენ კანონშემოქმედებით მუშაობაში. ივანიშვილს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მებრძოლები სჭირდება და ,,ქართული ოცნების" ყველა წევრი უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი მებრძოლი, რაც არ არის. მაგრამ პარლამენტის დაშლა–არდაშლის საკითხი პრემიერისა და სააკაშვილის ურთიერთგამოწვევაა. ვინც დაშლის პარლამენტს, ის გამოჩნდება ძალაუფლების უზურპატორად დასავლელი პარტნიორების თვალში, განსაკუთრებით კი ეს სააკაშვილს ეხება. ივანიშვილის ტექნოლოგია ხომ იმაში მდგომარეობს, კრიტიკულ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს სააკაშვილი, რაც შეიძლება ხშირად გამოვიდეს ის მოთმინებიდან და შეცდომა დაუშვას.

– ,,ნაციონალების" შიგნით დაპირისპირებაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა კონკრეტულ გვარ–სახელებს არ ასახელებენ. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ხმაურიანი გარჩევა მომხდარა ,,ნაციონალების" პარტიულ ოფისში. როლანდ ახალაია მივარდნია ვანო მერაბიშვილს და უთქვამს, რატომ არ იცავთ ჩემს შვილს, ბაჩო ახალაიას, წლების მანძილზე ბინძურ საქმეებს აკეთებინებდით და საბოლოოდ, თეა თუთბერიძის დასაცავი გახდა. თქვენ პროცესებზეც კი არ მისულხართო. იმ მომენტში ვანოს ხმა არ ამოუღია, მაგრამ მოგვიანებით საახლობლო წრეში უთქვამს, როლამდის მოვარდნა არც გამკვირვებია, რადგან დიდი ხანია ვიცი, რომ ჩემს ლიკვიდაციასაც კი გეგმავენო. ამის შესახებ თუ იცით რამე?

– ეს დაპირისპირება მათ შორის დიდი ხანია არსებობს, თუმცა ,,ნაციონალების" კულუარებს არ გაცილებულა. სხვათა შორის, ახალმა ხელისუფლებამ ახალაიას დაჭერით, ერთგვარი ფანდი გააგორა. ჩვენ არ ვიცით ,,ნაციონალების" კულუარებში რა ხდებოდა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, – ახალაია არჩევნების მეორე დღეს სულ სხვა პლატფორმაზე იდგა, ვიდრე ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები. ისინი უჯერებდნენ დასავლეთს, ახალაია – არა...მაგრამ ახალაია ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრაგმენტია. ,,ნაციონალებში" არის დაჯგუფება, რომელიც ცდილობს სააკაშვილს არ ჩაჰყვეს პოლიტიკურ სამარეში, ვგულისხმობ ამ ჯგუფის ერთ–ერთ ლიდერს – დავით ბაქრაძეს. ეს ჯგუფი ცემა–ტყეპით არ უპირისპირდება დანარჩენ დაჯგუფებას, ისინი საზღვრებს არ გადადიან, თუმცა მათ შორის დაპირისპირება აშკარად იგრძნობა. ახალაიას დაჯგუფება ამბობს, – ჩვენ ვიდექით ბოლომდე სააკაშვილის გვერდით, მაგრამ დანარჩენები არიან დაუნახავი ღორები. მათ შორის დიდი გარჩევებია, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც არ სცდება კულუარებს, თუმცა არის ხალხი, ვისაც ინფორმაციები მაინც გამოაქვთ. ის ფაქტი, რამდენად შეიძლება გაღრმავდეს მათ შორის დაპირისპირება, რთული სათქმელია. ვიდრე მათთვის არსებობს სიმბოლო, როგორიც სააკაშვილია, მანამდე მაქსიმალურად შეეცდებიან, ეს დაპირისპირება ღია და საჯარო არ გახადონ, რადგან ისინი არიან კონსოლიდირებულნი, რათა სააკაშვილმა არ მიატოვოს. თუმცა გარწმუნებთ, როგორც კი სააკაშვილი წავა პოლიტიკური სცენიდან, ისინი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდებიან და ერთმანეთს დაერევიან, ისინი იბრძოლებენ არა პირველობისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვა მათზე უარესი გამოჩნდეს და დაიწყებენ ერთმანეთის დანაშაულების მხილებას, დაიწყებენ ერთმანეთის გაშავებას, პარალელურად გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ,,ნაციონალების" რამდენიმე წარმომადგენელი აქტიურად ცდილობს ,,ქართულ ოცნებასთან' მისასვლელი გზების მოძებნას, თუმცა ამ ეტაპზე, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ".

 

(,,ალია"N33(2787); ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...