Jump to content
Planeta.Ge

გარდაიცვალა ნიურნბერგის ტრიბუნალის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი


103 წლისა გარდაიცვალა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი, ბენჯამინ ფერენცი.

ფერენცი 1920 წელს დაიბადა უნგრეთში. ის ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა, უნგრეთში ებრაელების დევნას გაექცა.

მან ჰარვარდში სამართალი ისწავლა და 1945 წელს შეუერთდა ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ნაცისტური არმიის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს, კერძოდ კი, მუშაობდა ამერიკული არმიის მიერ გათავისუფლებულ საკონცენტრაციო ბანაკებში.

27 წლის ასაკში ის გახდა ნიურნბერგის პროცესის - ომის დამნაშავეების სასამართლო პროცესის - პროკურორი. ფერენცი ე.წ. "აინზაცგუპენის" - ესეს-ის ქვედანაყოფის საქმეზე ბრალმდებლის როლში იყო. „აინზატცგრუპენი“ ადამიანების მასობრივ განადგურებაში მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ-ს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქმეში 22 ბრალდებული იყო, რომელთაც მთლიანობაში 1 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობა ედებოდათ ბრალად. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს, 13-ს - სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, ფერენცი ჩართული იყო რეპარაციისა და რესტიტუციის პროგრამებში.

მან მონაწილეობა მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნაში ჰააგაში, სადაც ფეხით მოსიარულეთა ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...