გიორგი გახარია - დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას.
მისი თქმით, გვიწევს ბრძოლა იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს იბრძოდნენ.
„9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო!
დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ!
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა!“, - წერს გახარია „ფეისბუქზე“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.