ანა ბუჩუკური - წარმოდგენა არ მაქვს, რას ემსახურება ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქცია, ჩვენი გუნდი არ უერთდება
პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ დღევანდელ საპროტესტო აქციას არ უერთდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მგონი სჯობს, რომ ამ სიმბოლოებს ყველა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ, რადგან არ შეიძლება დღეს რაღაც აქცია დააანონსო. მართალი გითხრათ, მიზანი ვერ გავიგე, თუ რას ემსახურება. როდესაც პოლიტიკურ აქციაზეა საუბარი, ამას სჭირდება თავისი წინაპირობები. დღევანდელ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, ვისაც როგორ გვესმის, ისე უნდა ვცეთ პატივი იმ იდეალებს, რასაც ჰქვია ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო. დღევანდელი დღის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. წარმოდგენა არ მაქვს, რას ემსახურება ბატონი ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქცია, ჩვენი გუნდი ამ აქციას არ უერთდება", - განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართება.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.