Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.461

თამარ კორძაია ერთსქესიანთა ქორწინების ლობირებაში ტყუილად დაადანაშაულეს


PLANETA_INFO

1.596 views

ინტერვიუ ნაძალადევში ,,ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ კორძაიასთან

 

,,– მთავარი სკანდალი – ,,როგორც კი შევალ პარლამენტში, მაშინვე დავიწყებ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ზრუნვას" – ეს თქვენი ფრაზაა?

– ამოიღონ ჩანაწერი, ეს სად ვთქვი! სამწუხაროდ, ეს თემა ძალიან სერიოზულად მუშაობს საზოგადოებაში და მათი მხრიდან ყველაზე სერიოზული დარტყმაა, რითაც სურთ, ზიანი მომაყენონ.

მინდა, ყველა ნაძალადეველს ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი ბინძური ტყუილია! შეუძლიათ, კიდევ ერთხელ გადახედონ ჩემს ბიოგრაფიას, თავიდან ბოლომდე – არასოდეს მიმუშავია უმცირესობების თემებზე. ვიცავდი ბავშვებისა და დევნილების, მაგრამ არა სექსუალური უმცირესობების უფლებებს. აქ, ალბათ, საუბარია სასამართლო პროცესზე, სადაც ერთ–ერთი თემა იყო არჩევნებიდან იმ კანდიდატის, ლადო სადღობელაშვილის მოხსნა, რომელიც სექსუალური უმცირესობების მისამართით წარმოუდგენელი აგრესიით იმუქრებოდა და საჯაროდ, საშინელ ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებდა. იგი ძალადობრივ კამპანიას აწარმოებდა, რაზეც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი კანდიდატი უნდა მოიხსნას არჩევნებიდან. მე, როგორც იურისტმა, სწორედ ეს მოვითხოვე და მის წინააღმდეგ სარჩელიც შევიტანე. ესაა სკანდალის მთელი არსი! მე ყოველთვის ძალადობის მოწინააღმდეგე ვიქნები და თუ ეს არის ჩემი ცოდვა, დაე, ეს იყოს ცოდვა! თავის სამართლებელი არაფერი მჭირს! ჩემთვის ახლა მთავარი ისაა, ამომრჩეველი არ მოატყუონ! ახლა ჩემს ამომრჩეველს რომ ვცემ პატივს, სწორედ ამიტომ ვპასუხობ ამ კითხვებზეც, თორემ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია თავის სამართლებელი!"

 

(,,ვერსია"N40(796); ავტორი: ნინო კომახიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...